суббота, 24 апреля 2010 г.

რას გულისხმობს ადამიანთა ურთიერთგაუცხოება?

Pproeqtis saxeli: ras gulisxmobs adamianTa urTierTgaucxoeba?

Pproeqtis mokle aRwera: qarTvel klasikosTa nawarmoebebis (ilia WavWavaZis ”sarCobelazed”, “oTaraanT qvrivi”, guram doCanaSvilis “ Cemi buWuta, Cveni tereza” da sxv.) safuZvelze, dRevandeli realobis gaTvaliswinebiT ( usaxlkaro, mawanwala bavSvebis problema), moswavleebi imsjeleben adamianTa urTierTgaucxoebaze, mis gamomwvev mizezebze, dasaxaven gamosavlis gzebs.

Pproeqtis sruli aRwera: maswavlebeli TiToeul moswavles miscems konkretul teqsts, damxmare literaruris nusxas . isini moamzadeben moxsenebas (prezentacias), romelsac daurTaven ilustraciebs ( fotoebs, slaid-Sous, videomasalas). magaliTad, დასამუშავებელი Tema _ ori Zmis problema ilias moTxrobaSi “ sarCobelazed”. Mmoswavles miecema saorientacio SekiTxvebi: 1. Uufrosi Zmis weriliს mixedviT imsjeleT, rogor Camoyalibnen Zmebi damnaSaveebad? raSia damnaSave xalxi, romlis gverdiTac es ori Zma izrdeboda? 2. aRwereT sikvdiliT dasjis scena _ vinmes gulwrfelad ecodeba sikvdilmisjili? ratom midis xalxi CamoxrCobis sanaxavad? 3. Ppetre erTaderTia, vinc Zmebs sikeTe uCvena, magram masac adanaSaulebs Uufrosi Zma Tavis werilSi, ratom? ‘’ Cveni beberi petre ra SuaSi unda iyos…... “ _ratom amTavrebs ilia nawarmoebs am sityvebiT ? sailustraciod moswavle aiRebs sikvdiliT dasjis scenas, PowerPoint-ის მეშვეობით მოამზადებს სლაიდ–შოუს, შესატყვის ფოტოებს მოიძიებს ინტერნეტით, დაურთავს მუსიკას.

2. სხვა მოსწავლე იმუშავებს ილიას "ოთარაანთ ქვრივზე", ერთ კონკრეტულ თავზე –"ჩატეხილი ხიდი". ანალოგიურად, საყრდენი შეკითხვების მიხედვით აანალიზებს საკითხს –უსიყვარულობა, სხვისი ჭირის არად მინევა. გამოკვეთს მიზეზებს ილიას მიხედვით. დამხმარე ლიტერატურა– აკაკი ბაქრაძის წერილი.

3. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის "ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა" (8–9 თავები) მიხედვით მოსწავლე გამოკვეთს ადამიანებს შორის ზერელე ურთიერთდამოკიდებულების მაგალითს, როდესაც ადმიანები არ უღრმავდებიან ცხოვრებას, არ აღელვებთ ერთმანეთის სულიერი მოთხოვნილებების ამოცნობა, მარტივად უყურებენ იმ უდიდეს ფენომენს, რასაც ადამიანის სულიერი სამყარო ჰქვია.

4. მოსწავლეთა წყვილი შეეცდება, გამოკვეთოს თანამედროვე სურათი _ ისინი ჩაწერენ ინტერვიუებს უსახლკარო, მაწანწალა ბავშვებისას, კადრზე აღბეჭდავენ მათ. თითოეულს დაუსვამენ შეკითხვას _ მიიჩნევენ თუ არა თავს საზოგადოებისაგან გარიყულებად, თუ უნახავთ სიკეთე, ვისგან, რა ფორმით? თუ შესაძლებელია, მომზადდება ვიდეომასალაც. მოხსენებად ჩამოაყალიბებენ სათქმელს.

5. საპრეზენტაციო შეხვედრაზე თითოეული წარმოადგენს საკუთარ დავალებას საილუსტრაციო მასალის თანხლებით, შეჯამდება სათქმელი, ჩამოითვლება მიზეზები ადამიანთა შორის ურთიერთობის რღვევისა, გამოიკვეთება გამოსავლის გზები.

მონაწილეთა ასაკი: 17 წელი. 7–8 მოსწავლე.

პროექტის ვადა/ ხანგრძლივობა: 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგი, რა პროდუქტი მომზადდება: მოხსენებები, პრეზენტაციები, სლაიდ–შოუები, ინტერვიუ, ფოტოები, ვიდეომასალა.


სამუშაო ენა: ქართული


ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; 1.მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე. . წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილები, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს. მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას. 2. მოსწავლე ისმენს და კრიტიკულად აფასებს საჯარო გამოსვლებს. ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს, თუ რამდენად დამაჯერებელია მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები. 3. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

avtori. el.fosta: mari wiklauri tsiklaurimari@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий